''გასტრონომიული გიდი“

15 დეკემბერი 2019, 12:24 1037 ნახვა

ქართული გასტრონომიული კულტურა, გასტრონომიული ტურიზმი, გასტრონომიული სუვენირების ბაზრის განვითარება და საქართველო - მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლის შესახებაც აჭარაში მოქმედ გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

თეორიულ - პრაქტიკული ტრენინგისას ისინი აჭარული კერძების მომზადების მასტერკლასსაც დაესწრნენ, სადაც ტურისტისთვის კერძის შეთავაზებასა და პრეზენტაციაზე გაკეთდა აქცენტი. ტრენინგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გარდა გასტრონომიისა, ბათუმი კინოში, ბათუმის ცნობილ შენობებს, ეზოებს, ადამიანებსა და მათ ისტორიებს, ასევე ქართულ მითოლოგიასა და ქორეოგრაფიას დაეთმო.

პარალელურად მიმდინარეობს ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგ-კურსი საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებისთვის კურორტ გოდერძიზე, მაჭახელასა და სახალვაშოში. დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა  რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით  ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3000-მდე პირს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარი, რაც 2020 წელშიც აქტიურად გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში