ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედნის ნაცვლად ძველ ბულვარში

15 დეკემბერი 2019, 12:25 2577 ნახვა

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე, 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.  მონტაჟი უკვე დასასრულს უახლოვდება, დარჩენილია აქსესუარებით მორთვა, რისთვისაც   50 ათასი ლარი დაიხარჯა.  საახალწლო ნაძვი წელს, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბათუმის ძველ ბულვარში დაიდგა. 

შესაბამისად, სანახაობები ბულვარის კოლონადებთან ინაცვლებს. საახალწლო ღონისძიებების ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარია გამოყოფილი.  ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში