ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი იპოვეს

15 დეკემბერი 2019, 15:11 1396 ნახვა

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში აღმოუჩინეს.

დაშავებული კონტაქტურია და ახლა, ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. დაშავებული კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მოყინული კიდურების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა, მისმა თანმხლებმა პირმა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა მოახერხა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.​

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში