ხვალიდან გამოიდარებს და კვირის ბოლომდე თბილი ამინდი იქნება

16 დეკემბერი 2019, 09:18 2137 ნახვა

ხვალიდან საქართველოში კვლავ მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

დღეს, 16 დეკემბერს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების ფონზე, დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო კურორტებზე წვიმს, მაღალ მთაში კი თოვს.

ღამის საათებში ნალექი შეწყდება და ხვალ დღისით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით თბილი იქნება სანაპირო ზოლი და დასავლეთის დაბლობი, სადაც დღის მაქსიმალური ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +15 გრადუსი იქნება.

სანაპირო ზოლში კვირის ბოლოს ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, რაც განპირობებული იქნება თბილი ჰაერის მასების კიდევ უფრო ინტენსიური გადმონაცვლებითა და აღმოსავლეთის ცხელი ფიონის გაძლიერებით.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში