ნიკოლოზ ბასილაშვილი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ ბრალდებას უარყოფს

17 დეკემბერი 2019, 11:40 2062 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უცხოურ და ქართულ პრესაში, საჩოგბურთო სკანდალთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიებს, სოციალურ ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა ჩემს შესახებ გაუგებარ იტალიური ვებგვერდებზე დაყრდნობით. ქართული სპორტული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

გერმანულმა გამოცემებმა ZDF და Die Welt ჩოგბურთში ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია გაავრცელეს, სადაც მათი ინფორმაციით, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ფიგურირებს. დანაშაულებრივ სქემაში ერთბაშად 135 მოთამაშე გახლდათ ჩაბმული. მათ შორის რეიტინგის ტოპ 30-ში მყოფი ჩოგბურთელი, ვისაც ATP-ს 3 ტურნირი აქვს მოგებული. აქცენტს სწორედ ქართველ ჩოგბურთელზე აკეთებენ ბრაზილიური Lance და იტალიური Tenniscircus.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ჩოგბურთის რეიტინგში, მამაკაცთა კატეგორიაში ერთეულთა თანრიგში 26-ე პოზიციას იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში