საკრებულოში დაპირისპირების დრო პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა  

17 დეკემბერი 2019, 15:03 2032 ნახვა

თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. მათ მიმართ საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის მისაღებში სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვენ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში