დაკავებები, პროტესტი და ხმაური თბილისის საკრებულოში

17 დეკემბერი 2019, 20:05 1958 ნახვა

დაკავებები, პროტესტი და ხმაური თბილისის საკრებულოში - მთავარი ადრესატი დეპუტატი ერეკლე კუხიანიძეა, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორები უწოდა და აგინა. ამის შემდეგ ბოდიში მოიხადა, თუმცა პროვოკაცია მაინც არ გამორიცხა. აქტივისტები და ოპოზიცია რამდენიმე დღეა მის გადადგომას და მანდატის დატოვებას მოითხოვენ.

უმრავლესობა კი საკითხის განხილვას აპირებს, თუმცა შეუჩერებენ თუ არა მინიმუმ კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას დეპუტატს ეს ჯერ უცნობია. საკრებულოში შესულ აქტივისტებს და ოპოზიციას დღეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს კაბინეტი, შენობაში კი პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. ამბობენ, რომ თუ უმრავლესობა კუხიანიძეს არ გარიცხავს, მაშინ ეს მისი ნათქვამის ლეგიტიამაცია იქნება. ოპოზიციის და აქტივისტების პროტესტის ფონზე კონტრაქცია გამართეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში