ბათუმში სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს

17 დეკემბერი 2019, 20:12 2113 ნახვა

ბათუმში სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. აქცია სახელწოდება იყო „თეთრი ხალათები ოკუპაციის წინააღმდეგ.“ როგორც იცით  ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ კი ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან. მის ოჯახს, 20 დღეზე მეტია არ აქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია ცხინვალის ციხეში დატყვევებული ექიმი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თამილა ლაფანაშვილის თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ მის ქმარს 20 დეკემბერს გაათავისუფლებენ. არსებითი განხილვა სწორედ 20 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში