#ბოდიშილუკა - ბათუმში სოლიდარობის აქცია დაანონსდა

17 დეკემბერი 2019, 23:18 6228 ნახვა

„23:30 საათიდან, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები იკრიბებიან დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით და ოჯახისადმი სამძიმრის გამოცხადების სურვილით. 

შეურთდით, ვისაც შეგიძლიათ თქვენი და სხვათა შვილების დასაცავად. 

#ბოდიშილუკა
#ამცხოვრებისდედაც!

ინფორმაციას, სოციალურ ქსელში მალხაზ ჭკადუამ გაავრცელა.  

 

ლუკა სირაძე თბილისში, იაშვილის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. მოზარდმა თვითმკლელობა რამდენიმე დღის წინ სცადა. ოჯახი ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამომძიებლებს ადანაშაულებს, რომლებმაც ლუკა სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო „ამ ცხოვრების დედაც“, დაკითხვაზე ჰყავდათ. 

ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ეჭვი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც" გამოთქვა. 

შსს კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებას, რომ მოზარდზე ფსიქოლოგიური ძალადობა მოხდა. უწყებაში თქვეს, რომ მოზარდი ორჯერ, მშობლის თანდასწრებით იმყოფებოდა პოლიციაში დაკითხვაზე.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში