დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატა დღეს კენჭს უყრის 

18 დეკემბერი 2019, 12:37 1347 ნახვა

დღეს წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა უნდა გაიმართოს. დემოკრატიული პარტიის წევრები ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში სდებენ ბრალს. თავად ტრამპი დანაშაულს უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.

პრეზიდენტის, იმპიჩმენტის მომხრეთა დემონსტრაციები ჩაატარეს ლოს ანჯელესში, სან ფრანცისკოში, ლას ვეგასში, ფილადელფიაში, ნიუ იორკში, ბოსტონსა და სხვა ქალაქებში.დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომელზეც პრეზიდენტ ტრამპის გადაყენების მოთხოვნა იყო დაწერილი. აქციებს ათობით ათასი ადამიანი შეურთდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში