საია შს მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვს - 15 წლის მოსწავლის საქმე

18 დეკემბერი 2019, 16:00 1381 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მისმა მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა თანამდებობები დატოვონ. ორგანიზაცია პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებს. სულხან სალაძის თქმით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას კიდევ მინიმუმ 3 პოლიციელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც  დადგენილი არაა

“15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასევე დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. 

''მწვანე სკოლის'' ყოფილი მოსწავლე, რომელსაც გამოძიება სკოლის კედელზე წარწერების დატოვებას ედავებოდა, კორპუსიდან გადმოხტა და გუშინ, 17 დეკემბერს, გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში