მესამე სექტორი მოზარდის გარდაცვალებაში სახელმწიფოს ადანაშაულებს

18 დეკემბერი 2019, 18:24 1412 ნახვა

უნისეფის წარმომადგენლები პოლიციის მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების არასწორად გამოყენებაზე საუბრობენ.  ოპოზიცია კი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასა და სისტემურ დანაშაულზე.  „ახლა პოლიტიკური ინტერპრეტაციების დრო არაა“- ამბობს გერმანიის ელჩი, თუმცა  კითხვის ნიშნების არსებობას არ უარყოფს.

„სისტემა არ არის მორგებული ადამიანზე, ერთი გამომძიებლის დასჯა საკმარისი არ არის”-  აცხადებენ არასამთავრობო სექტორში. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერი გახარია  კი ამბობს, რომ მთელი საზოგადოება, ერთადაა პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შემცირდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში