მოზარდის დაღუპვის გამო საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა

18 დეკემბერი 2019, 20:10 6457 ნახვა

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს დილიდან გააუქმა წლიური ანგარიშის წარდგენისთვის დაგეგმილი ღონისძიება. ამასთან თორნიკე რიჟვაძემ მიუსამძიმრა ოჯახს. აჭარაში ხვალისთვის იყო დაგეგმილი მოსწავლე-ახალგაზრდობის იუბილე და საზეიმო ღონისძიებამ რომელიც ასევე გაუქმებულია. განათლების სამინისტროს ცნობით გაუქმდა ყველა ის წინასაახალწლო კონცერტი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამართულიყო.

უცნობია, ქუთაისის მსგავსად გაუქმდება თუ არა ბათუმშიც, მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთების ცერემონია. ჯერ-ჯერობით ბათუმის მერიას არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ღონისძიებებს ფორმატი შეუცვალა ქვეყნის პრეზიდენტმაც. ოპოზიციამ კი სოლიდარობის ნიშნად, ხვალისთვის დაგეგმილი პიკეტირება გადადო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში