ბათუმში წარწერები წაშალეს

18 დეკემბერი 2019, 20:59 1407 ნახვა

ისევე როგორც მთელ საქართველოში ბათუმშიც გუშინ ღამიდან და დღეს დილიდან გამოჩნდა წარწერები -  „ამ ცხოვრების დედაც.“ თუმცა წითელი საღებავებით შესრულებული საპროტესტო და სოლიდარობის წარწერების ნაწილი ქალაქში უკვე წაშლილია.

წაშალეს მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ღობეზე, უკანა მხარეს კი ჯერ კიდევ შემორჩა. საპროტესტო წარწერა წაშლილია მემედ აბაშიძის გამზირზე არსებული სამშენებლო ობიექტიდან, ასევე რუსთაველსა და გამსახურდიას ქუჩებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში