ისტორიაში მესამედ, წარმომადგენელთა პალატამ აშშ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

19 დეკემბერი 2019, 10:47 2072 ნახვა

წარმომადგენელთა პალატამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა - წერს ამერიკის ხმა.  პალატამ პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონკრესის მუშაობაში ხელის შეშლაში დასდო. თითოეულ ბრალდებაზე კენჭისყრა 12 საათიანი მწვავე დებატების შემდეგ გაიმართა.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას, დემოკრატიული უმრავლესობის მქონე კონგრესში, მხარი 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა. ბრალს არ დაეთანხმა 197 კონგრესმენი.

წარმომადგენელთა პალატის 229 წევრმა მხარი დაუჭირა კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლის შესახებ ბრალდებას. 198 წევრმა ამ ბრალდებას მხარი არ დაუჭირა.

18 დეკემბერს, წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრა ისტორიული მნიშვნელობისაა. დონალდ ტრამპი, აშშ-ის რიგით მესამე პრეზიდენტი გახდა, ვის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭრა.

ამ კენჭისყრის შემდეგ, იმპიჩმენტის ბრალდებები წარმომადგენელთა პალატამ სენატს უნდა გაუგზავნოს, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ. ამ დორისთვის უცნობია, თუ როდის გაეგზავნება სენატს იმპიჩმენტის მუხლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში