კერძო სკოლები საჯარო სკოლების მსგავს მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს - იუსტიციის მინისტრი

19 დეკემბერი 2019, 12:20 1914 ნახვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ კერძო სკოლები საჯარო სკოლების მსგავს მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს. ''ეს უნდა იყოს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტი. ის რომ კერძო არიან, არ ნიშნავს, რომ განყენებულათ უნდა იყვნენ და არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები" - აცხადებს მინისტრი. 

ასევე, თეა წულუკიანი თვლის, რომ 15 წლის მოზარდის გარდაცვლაების საქმე, უფრო კომპლექსურია ვიდრე ერთი გამომძიებლის მიერ მოზარდის დაკითხვა. 

“ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ის, რომ დღეს ამ თემაზე საუბრობს განათლების მინისტრი და სისტემა. როგორც ჩანს და როგორც მოსალოდნელიც იყო, ეს საქმე არის გაცილებით უფრო კომპლექსური, ვიდრე ერთი გამომძიებლის მიერ არის არასრულწლოვნის გამოკითხვა თუ დაკითხვა, მნიშვნელოვანია, ორი მიმართულებით გამოვიჩინოთ ყურადღება:   გამოძიება, რომელიც მიჰყავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის. ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც სწორედ ამგვარი საკითხების გამოძიებისთვის სპეციალურად შეიქმნა. მეც, როგორც თქვენ, ვაკვირდები, გაფართოვდება თუ არა სპექტრი გამოსაკითხი ან პასუხისგებაში მისაცემი პირების, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ჩვენც ვერც დასკვნებს გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ" - ამბობს წულუკიანი.

განათლების მინისტრი კი ამბობს, რომ საჯარო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისა და მანდატურების გადამზადება მიმდინარეობს და იგივე უნდა მოხდეს კერძოშიც. მიხეილ ჩხენკელის თქმით, განათლების სამინისტრო ერთ კვირაში გეგმას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას.

„ასევე, მზრუნველობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ, სამინისტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსაწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება; ფსიქოსოციალური მიმართულების გაძლიერება. ახლა ძალიან მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა“ ,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში