პროკურატურამ 15 წლის მოზარდის საქმეზე გამომძიებელს ორ ეპიზოდში ბრალი წარუდგინა

19 დეკემბერი 2019, 12:55 1865 ნახვა

დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელ მ.ჩ.-ს ბრალი წარედგინა - განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელ მ.ჩ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.
2019 წლის 10 დეკემბერს,  მ.ჩ.-მ, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე,  მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა  ლ. ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და   ლ.ს.-ს  მოსთხოვა დანაშაულის აღიარება.

აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა  სასამართლოს მიმართავს  ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით" - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში