დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

19 დეკემბერი 2019, 18:30 2498 ნახვა

ბათუმში პოლიციელის დაჭრის საქმეზე დაკავებულს სახაზინო ადვოკატი დაიცავს, მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია. პატრულ-ინსპექტორი ცივი იარაღით მოქალაქემ დაჭრა, რომელმაც საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს გააჩერა და პოლიციელს მოულოდნელად დაესხა თავს. ინსპექტორის მეწყვილემ თავდამსხმელი ადგილზევე დააკავა.

 რა გახდა ინციდენტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულს დაჭრილი არ იცნობდა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ოპოზიცია მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში