არ გაუწიონ ტირაჟირება სასოწარკვეთილ ფრაზებს - ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ბრიფინგი

20 დეკემბერი 2019, 15:44 1931 ნახვა

ფსიქიატრების და ფსიქოლოგების ნაწილმა მედიასთან ბრიფინგი გამართეს.  თემა ეხებოდა: სუიციდის პრევენციას და ამ თემის გაშუქების სტანდარტებს. 

ფსიქოლოგებმა  და ფსიქიატრებმა  პრესკონფერენციაზე  საზოგადოებას მიმართეს და განაცხადეს, რომ არ გაუწიონ ტირაჟირება სასოწარკვეთილ ფრაზებს. მათი თქმით ამით ის მოზარდები ზიანდებიან, რომლებსაც შეიძლება ზუსტად იგივე პრობლემები ჰქონდეთ რაც ამ ამბის ტრაგიკულ გმირს.

ისინი, სისტემურ გამოწვევებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ქმედითი, პრევენციული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

„სამართალდამცავები, განათლების სისტემა, სკოლა,  საზოგადოება და ოჯახი, ყველა ერთად ვართ დამნაშავე.  მთლიანი სისტემური მიდგომა უნდა ამ საკითხს.  ასე ცალ-ცალკე არ გამოვა ამ პრობლემის მოგვარება, კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ძალიან მოზომილები უნდა ვიყოთ ყველა ჩვენს გამონათქვამებში“ - განაცხადეს ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა, მათ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში