მხარდაჭერა საქართველოს

21 დეკემბერი 2019, 12:27 917 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც „გაზპრომს“ ნორდ სტრიმი-2-ის მილსადენის მშენებლობის დასრულებაში დაეხმარება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1,225 კილომეტრის სიგრძის მილსადენი, რომელიც „გაზპრომს“ ეკუთვნის და რომლის საშუალებითაც რუსეთი გერმანიაში გაზის ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის, გერმანიას „რუსეთის ტყვედ“ აქცევს.

კანონპროექტში, რომელსაც ტრამპმა პარასკევს მოაწერა ხელი, ნორდ სტრიმი-2-ი „იძულების იარაღად“ არის მოხსენებული. წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობის პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 11 მილიარდი აშშ დოლარია, აშშ-ის ხელისუფლების კრიტიკას იწვევს. ტრამპის ადმინისტრაცია შიშობს, რომ გაზსადენის საშუალებით რუსეთი ევროპის ენერგომომარაგებას ხელში ჩაიგდებს და ევროპულ ბაზარზე ამერიკული თხევადი გაზის წილს შეამცირებს.

აშშ-ის სანქციების გამო უკმაყოფილება გამოხატეს რუსეთმა და ევროკავშირმა. ევროკავშირის განცხადებით, ორგანიზაციას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, საკუთარი ენერგო პოლიტიკა თავად განსაზღვროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში