მოსამართლე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

21 დეკემბერი 2019, 13:16 4745 ნახვა

ბათუმის საქალაქო  სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის  სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.  იგი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. ბრალდებულის ინტერესს  სახაზინო ადვოკატი დავით კეკელიძე იცავს.
სასამართლო პროცესს არ ესწრებიან დაკავებული ოჯახის წევრები. ბრალდებული ფიქრობს, რომ  მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოსამართლის კითხვაზე ხომ არ ჰქონია დაკავებულის მიმართ ადგილი ცემას, დამცირებას ან არაადამიანურ მოპყრობას. ბრალდებულმა არ უპასუხა და დუმილის უფლება გამოიყენა.
პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებული ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი მძიმეა. ფიქრობს, რომ საქმე არ შეესაბამება უვადო პატიმრობას.

სხდომის დაწყებისთანავე პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულმა სახაზინო ადვოკატის აცილება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პროკურორი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და ამბობს, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე და იგი საშიშია საზოგადოებისთვის. მისივე განმარტებით ბრალდებულს ხშირად უფიქსირდება საზღვრის კვეთა, რაც მის ვარაუდობს მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამყარებს.
პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს სახაზინო ადვოკატი.

პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წინასწარი მოთავსების იზოლატორში  წარედგინა.  მან ბრალის წარდგენის დოკუმენტს ხელი არ   მოაწერა  და დუმილის უფლება გამოიყენა. სასამართლოში დაკავებულს პროკურატურა  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა  მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  ბრალის  დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 16 - დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, დაკავების დროს მეორე პოლიციელზე ფიზიკური დაზიანების მიყენების გამო   საქმე აღძრულია ამავე მუხლის მეორე ნაწილითაც ,რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში