ცოტნე გამსახურდიას  საქმეზე   დაკავებულთაგან ერთი მისი  ბავშვობის მეგობარია

21 დეკემბერი 2019, 15:27 1514 ნახვა

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, სახალხო დამცველს მიმართავს,რომ საქმეზე მონიტორინგის განხორციელების თვალსაზრისით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს. მისივე განმარტებით, ისინი გამოძიებას მაქსიმალურად მოსთხოვენ წარმოადგინონ დამაჯერებელი მტკიცებულებები, იყო თუ არა ერთი ადამიანი, ვინც ცოტნე გამსახურდიას მკვლელობა სცადა და ის 4 ადამიანი მაყურებელი იყო თუ თანამონაწილე.

მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთი, პეტრე ყუფარაძე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ყუფარაძის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ განუცხადა.

უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებულებიდან 3 პირი სარფის საზღვართან დააკავეს. მათ შორის არის მძღოლი, რომელსაც მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული და კიდევ ერთი პირი მიჰყავდა საზღვრისკენ. ხუთივე დაკავებულს, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში