მადლობა ყველას, თქვენ გადამალახინეთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი - დაჭრილი პოლიციელი

21 დეკემბერი 2019, 17:10 3407 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  18 დეკემბერს დაჭრილი პოლიციელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუს აქვეყნებს. ოთარ თავართქილაძე ყველას მადლობას უხდის და წერს, რომ მალე დაუბრუნდება საკუთარი მოვალეობის შესრულებას.

"ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ უკლებლივ. ჩემი საამაყო ადამიანები ხართ. თქვენ გადამალახინეთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი და შემიძლია დღეს რომ ვისაუბრო თქვენთან. მადლობა პოლიციელებს, ექიმებს და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც გვერდში დამიდექით და გამოხატეთ ის სითბო რომელმაც ძალა მომცა რომ დამეძლია ეს დაბრკოლება. ვამაყობ თქვენით, თქვენ ყველანი ჩემი გმირები ხართ. ვეცდები რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს მოვალეობას, რომელიც თითოეული თქვენგანის სამსახურს და დახმარებას ნიშნავს" - წერს ოთარ თავართქილაძე.

დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იგი დღეს პალატაში გადაიყვანეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში