დებატები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლობის კანდიდატებს შორის

22 დეკემბერი 2019, 15:40 1739 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლობის კანდიდატებს შორის დღეს დებატები გაიმართება. პირებს, რომლებსაც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში ვაკანტური თანამდებობის დაკავება სურთ, კომისიასთან გასაუბრებამდე, საკუთარი ხედვების საჯაროდ წარმოდგენის საშუალება ექნებათ.

კონცეფციის პრეზენტაციისა და წამყვანის კითხვებზე პასუხების გასაცემად მათ თანაბარი დრო დაეთმობათ. ამავე დროს კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ კითხვები ერთმანეთსაც დაუსვან. უკვე ცნობილია, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრობის ცხრა კანდიდატიდან ორი დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ნათია აფხაზავამ და თემურ დიასამიძემ, სხვადასხვა მიზეზის გამო, გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დებატები დღეს 20 საათზე დაიწყება და ანალიტიკურ გადაცემა “კვირის მთავარს” ჩაანაცვლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში