ახალი დეტალები გამსახურდიას საქმეში

22 დეკემბერი 2019, 15:59 1700 ნახვა

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, გამორიცხავს პეტრე ყუფარაძის მიერ, გამსახურდიაზე თავდასხმას, რადგან მისი მეგობარი იყო. ანა ჯაბაური, საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არის მეზობელი.

იგი სამართალდამცველების მიმართ, მადლიერებას გამოხატავს, თუმცა არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას. გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება  - ერთ-ერთის თანახმად, დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიამ სუფრაზე მიიტანა ღვინო, რომელიც დაიწუნეს, ამის გამო კი გამსახურდია განაწყენდა და დაპირისპირებამ გარეთ გადაინაცვლა. 

მოწმის ვერსიით იკვეთება, რომ ცოტნე გამსახურდია ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს ხელჯოხით მისდევდა, რა დროსაც პირმა მისი მოგერიება ცივი იარაღის გამოყენებით სცადა. ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში