აჭარაში წინა თვესთან შედარებით ვირუსის შემთხვევები გაზრდილია 

23 დეკემბერი 2019, 12:47 1735 ნახვა

წინა თვეებთან შედარებით, აჭარაში სეზონური ვირუსის შემთხვევებმა იმატა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ზამთრის სეზონზე, სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. მათ შორის რინო და ადენო ვირუსები, შემთხვევების 50%-ში კი, გრიპის, ძირითადად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება. 

ცენტრში განმარტავენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი არ გაზრდილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფებოდა. ექიმების თქმით,  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომართვიანობა, დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი. ფიქსირდება როგორც გრიპისმაგვარი და ასევე გრიპის ვირუსები. პაციენტთა დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ქრონიკულად მოავადეები და ორსულები. რაც შეეხება სიმპტომებს, ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა. ყელის და ყურის ტკივილი. გართულებების შემთხვევაში კი, სუნთქვის უკმარისობა და პლევმონია. 

მედიკოსების რეკომენდაცია შემდეგია: ხელების ხშირად დაბანა, გარემოს სველი წესით დამუშავება და პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმთან კონსულტაცია.

სპეციალისტები ასევე რეკომენდაციას უწევენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში