დებულების მიხედვით, პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ რუსულ ენაზე ითარგმნება

23 დეკემბერი 2019, 13:18 1377 ნახვა

პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ რუსულ ენაზე ითარგმნება - პოსტი ფეისბუქზე სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა, თათული თოდუამ გამოაქვეყნა.  საკანონმდებელო ცვლილებების მხოლოდ რუსულ ენაზე თარგმნის ვალდებულება, პარლამენტის დებულების მიხედვით არის განსაზღვრული, რომელიც 2006 წლის 24 იანვარს არის დამტკიცებული.

ამ დებულებაში ცვლილებები რამდენჯერმეა შეტანილი, თუმცა  21 მუხლში მითითებულია, რომ  საორგანიზაციო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია  

ა) პარლამენტის პლენარული და ბიუროს სხდომების მომზადება, ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სხდომათა ოქმებისა და სტენოგრამების წარმოება;

გ) პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნა და კომპიუტერული უზრუნველყოფა;

"საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკლებლივ ყველა კანონი და სხვა აქტი პარლამენტის აპარატის მიერვე ითარგმნება რ უ ს უ ლ ენაზე და დევს პარლამენტის ვებგვერდზე. სხვა ენაზე, მაგალითად ინგლისურად, არც ითარგმნება და შესაბამისად, არც დევს. პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულია დებულება, რომელიც აპარატის კონკრეტულ დეპარტამენტს ავალებს პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნას (დებულების 21-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტი). არ მესმის ამ საქმიანობის მიზანშეწონილობა. იმედი მაქვს, შეიცვლება".

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში