4 დაღუპული - ავტოკატასტროფა ქობულეთში

23 დეკემბერი 2019, 20:09 12628 ნახვა

ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავტოავარიისას დაშავებული 3 წლის ბავშვი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავარიისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 10 წლამდე მოზარდია. შემთხვევა შუადღისას მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის გამოყენების წესის დარღვევას, ან მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში