ე.წ. „იაფი სახლის“  საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

23 დეკემბერი 2019, 20:51 2472 ნახვა

ე.წ. „იაფი სახლის“  საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. მორიგი სხდომა  ხვალისთვისაა ჩანიშნული, დღეს კი სასამართლომ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. ბრალდებულების ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო მათ არგუმენტებს გაიზიარებს, ირწმუნებიან რომ საქმეში არ არის ისეთი მტკიცებულებები რომლითაც  პროკურატურა ბრალდებულებისთვის წაყენებულ  ბრალს დაამტკიცებს.

7 პირი მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი  გიორგი ერმაკოვი მიმდინარე წლის 30 მაისს დააკავეს, მათ გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თანხის მითვისება-გაფლანგვას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით ბიუჯეტმაა მილიონ სამასი  ათასი ლარი იზარალა.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში