შუახევში ხანძარმა სამ ოჯახს საცხოვრებელი გაუნადგურა /ფოტოამბავი/

24 დეკემბერი 2019, 15:59 2666 ნახვა

შუახევში, სოფელ ვანში სამი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, განადგურდა დამხმარე ნაგებობებიც. ხანძარი დაახლოებით დღის 12 საათზე ცენტერაძეების ოჯახში დენის სადენებს გაუჩნდა. ოჯახის წევრი ამბობს, რომ სახლიდან მხოლოდ სარეცხი მანქანის და ტანსაცმლის გამოტანა შეძლეს.

შუახევის მერის წარმომადგენელი ბარათაულის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობს, რომ ვითარებას შესაბამისი კომისია შეისწავლის და სწორედ ამის შემდგომ გადაწყდება, თუ რა დახმარება გაეწევა ოჯახებს. მანამდე კი ცენტერაძეების სამ წევრიანი ოჯახი ღამეს ახლობლებთან გაათევს.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი კიდევ ორ სახლს მოედო, სადაც ოჯახები სეზონურად ცხოვრობენ. სამაშველო ბრიგადები ცეცხლის ლიკვიდაციას ამ დრომდე ცდილობენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში