დააჯილდოვეს კაცი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა

25 დეკემბერი 2019, 11:25 19206 ნახვა

რაულ თებიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა დააჯილდოვეს. დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ სხდომაზე თქვა, რომ მადლობის სიგელთან ერთად, მოქალაქეს მთავრობის ფონდიდან 2000 ლარიც გადაეცემა. 

18 დეკემბერს, გამვლელმა საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. 

პოლიციელს მოქალაქე დაეხმარა, რომელიც საღამოს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ის შეეცადა სისხლდენა შეეჩერებინა და ქირურგიული ოპერაციის დასრულებამდე კლინიკაში დარჩა.

41 წლის რაულ თებიძე ბათუმში ხელოსნად მუშაობს.

დაჭრილ პოლიციელს სამედიცინო დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში