ენერგოომბუდსმენის აპარატში ბათუმიდან ბოლო ორ კვირაში 500 განაცხადი შევიდა

25 დეკემბერი 2019, 15:38 2126 ნახვა

ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას მიმართავს, იმ შემთხვევაში თუ კომუნალური გადახდის ქვითარში მათთვის შეუსაბამო გადასახადს დააფიქსირებენ, მიმართონ მათ ოფისებს. სალომე ვარდიაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილია, მხოლოდ წელს ენერგოომბუდსმენს დახმარების თხოვნით  4 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, ამ დროის მონაცემებით, 721 ათასი ლარი ჩამოეწერათ. 

''მოსახლეობას მოვუწოდებთ თუ რაიმე სახის პრობლემა აქვთ აუცილებლად მოგვმართონ. მიმდინარე გადასახადის გარდა, თუ ქვითარში ისეთი თანხა ისახება, რომელშიც ეჭვი გეპარებათ ან მოგივიდათ ისეთი გადასახადი, რომელიც არ შეესაბამება რეალურ ხარჯს, აუცილებლად უნდა მოგვმართოთ.​

როგორც კი ენერგოომბუდსმენს მიმართავთ მომსახურების შეწყვეტისგან დაცული ხართ. ჩვენ ისე გავარკვევთ ამ საკითხს, რომ მომსახურება არ შეგიწყდებათ, არც ერთი წუთით, ან თუ შეჩერებულია მომსახურება აღდგება ჩვენი მიმართვის საფუძველზე. ჩვენ მშვიდად შევძლებთ თვალი გადავავლოთ აღნიშნულ საქმეს.

ახლა ვწუხვართ ძირითადად იმ მომხმარებლებზე, რომლებმაც აქამდე ვერ მოგვმართეს და ასეთები ძირითადად რეგიონში ცხოვრობენ. ვერ წარმოვიდგენდით იმას, რომ ბათუმიდან მომართვიანობა საჭირო იყო და არ ხორციელდებოდა, იმიტომ, რომ ბათუმში ოფისში გვაქვს. აღმოჩნდა, რომ "ბათუმის წყლის" მისამართით თითქმის ყველა ოჯახს აქვს ხანდაზმული დავალიანება. ამ პრობლემის წინაშე, რომ დადგნენ კომპანიამ დაიწყო მოწესრიგება, მრიცხველების დამონტაჟება. კომპანია ყოველთვის ცდილობს თავისი ხარჯის ამოღებას და ბათუმიდან ბოლო 2 კვირაში ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 500-მდე განცხადება, მხოლოდ "ბათუმის წყლის" მისამართით. ახლა უკვე ვმუშაობთ რეგიონებსა და სოფლებზე, სადაც ცნობადობა ნაკლებია'' - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში