ქარის და ცუდი ხილვადობის გამო, ქობულეთში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

25 დეკემბერი 2019, 22:41 4094 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში - ახალსოფელსა და ჭახათში, ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. მეხანძრე მაშველებს ჩაქვის და ბათუმის  ბრიგადების დამატება დასჭირდათ. ცეცხლის ჩაქრობას ქარიანი ამინდი და გაძნელებული ხილვადობა ართულებს.

ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა და საკმაოდ დიდ ტერიტორია აქვს მოცული, თუმცა ის საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებითაა და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.  უკვე დამწვარია 200 ჰექტარი მიწა. ქობულეთის საგანგებო სიტუაციების სახანძრო სამაშველო სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე სამი ბრიგადა მუშაობს. 

 

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში