წელს აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 372 ფაქტი დაფიქსირდა

26 დეკემბერი 2019, 11:29 1551 ნახვა

2019 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით,  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3573 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 199 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. 

ყველაზე მეტი - 1 415 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. იმერეთში 438 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში 422 ფაქტი, აჭარაში კი 372.

თბილისში, მიმდინარე წელს, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 21 100 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 551 ფაქტი და ამოღებულია 225 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში