აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა და ონლაინ კაზინოების დახურვა - აქცია ბათუმში

26 დეკემბერი 2019, 18:31 2483 ნახვა

ონლაინ კაზინოების აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა ბათუმში. აქტივისტთა ჯგუფი ევროპის მოედანზე შეიკრიბა და მოთხოვნები გაახმოვანა. “აზარტი კლავს“, “მე ვირჩევ სიცოცხლეს, არა ონლაინ კაზინოებს“ _ ამ შინაარსის ტრანსფარანტები გამოფინეს. მათი განცხადებით, საჭიროა აზარტული თამაშის შესახებ კანონი შეიცვალოს და ონლაინ კაზინოებში რეგისტრაციაზე რეგულაციები გამკაცრდეს. მათი თქმით,  მოზარდების თამაშებში ჩართვის პრევენციისთვის საჭიროა ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება და კონტროლის მექანიზმის გაძლიერება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში