გიორგი კოხრეიძე აუდიტს მიმართავს, ინიციატივას უერთდება მრჩევლების ნაწილი

26 დეკემბერი 2019, 19:36 1935 ნახვა

დღეს, 26 დეკემბერს, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ განაცხადა, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხარჯების შესასწავლად აუდიტის სამსახურის მოწვევას გეგმავს. ამბობს, რომ ბოლო სამი წლის ხარჯების შესწავლას ითხოვს. 

"სახელმწიფო აუდიტის მიერ, 2017 წელს განხორციელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისობის აუდიტი და შეისწავლა 2015 წლის იანვრიდან, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ვთხოვთ აუციტს სამსახურს, წლიური გეგმის დამტკიცებისას გაითვალისწინოს და განახორციელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისობის აუდიტი" - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ. ამბობს, რომ მას ხარჯვით ნაწილში, შესაბამისობასთან დაკავშირებით გაუჩნდა კითხვები და პასუხებისთვის კომპეტენტურ ორგანოს იწვევს.  

ამ ინიციატივას დაეთანხმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. გიგა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ თავადაც უერთდება დირექტორის ამ ინიციატივას, "ქალბატონმა თამილამაც (დოლიძე) გააჟღერა ეს საკითხი წინა სხდომაზე და ჩვენც დავეთანხმეთ რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და რა ტიპის ხარჯვებთან გვქონდეს საქმე, კარგი იქნება შეისწავლოს აუდიტის სამსახურმა" - განაცხადა სხდომაზე. 

"მეც დამრჩა ეს შთაბეჭდილება ბატონო გოგა, და გავახმოვანეთ ეს აზრი" - ამბობს კიდევ ერთი მრჩეველი, თამილა დოლიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში