თურქეთში 4.9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

27 დეკემბერი 2019, 13:36 2172 ნახვა

დღეს დილით თურქეთში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,9 ბალს შეადგენდა. ეპიცენტრი სივრიკის რაიონში შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ ერთი ცარიელი კორპუსი განადგურდა.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის მალათიაში, ადიამანსა და სანლიურფაში. მიწისძვრის გამო რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესიც შეჩერდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში