ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

28 დეკემბერი 2019, 11:51 3862 ნახვა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"საოკუპაციო ძალების მიერ, 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება " - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაქტს ადასტურებს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეც.

"მეც ახლა გავიგე რამდენიმე წუთია, ისეთი გაოგნებული ვარ, რომ ემოციებს ვერ ვმალავ. არ ვიცით როგორ მოხდება მისი სახლში დაბრუნება, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ისიც კი არ ვიცით სად უნდა წავიდეთ და რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, რომ თავისუფალია"- ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაონში დააკავეს, 15 ნოემბერს კი მას პატიმრობა შეუფარდეს. ექიმი აცხადებს, რომ მას საზღვარი არ დაურღვევია, რადგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და ის დე ფაქტო საზღვრებს არ აღიარებს. 

20 დეკემბერს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში