3 წლის მოზარდის მშობლები დახმარებას ითხოვენ 

28 დეკემბერი 2019, 12:15 2364 ნახვა

3 წლის, საბა რუხაძის მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებას მიმართავენ.  დავით რუხაძე სრული დიაგნოსტიკის დაფინანსებას ითხოვს. მშობლის ინფორმაციით მოზარდს  დაბადებიდან 3 თვეში თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზი დაუდგინდა, ასევე აქვს  ენცეფალოპატია, ჰიდროცეფალური სინდრომი, თავის ტვინის დაზიანება, ფილტვების ჰიპერტენზია. 

ბავშვის მამა ,,მთავართან’’ საუბარში ჰყვება, რომ მოზარდს არაერთ კლინიკაში უმკურნალეს, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დავით რუხაძე ეჭვქვეშ აყენებს გამოკვლევების პასუხებს და ითხოვს უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ოჯახს უშუამდგლომლეს და საკითხთან დაკავშირებით წერილობითი მიმართვა გაგზავნილი აქვთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში