ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია - სუსი

28 დეკემბერი 2019, 13:01 1561 ნახვა

​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მცირე დროით ესაუბრა და მან დაუდასტურა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი აქვს.

მისივე თქმით, ექიმის გათავისუფლების პროცესი არ იყო მარტივი და მასში დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო პარტნიორებმა.

"ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნა დაყენებული ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. სწორედ ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა მისი გათავისუფლება. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც განახორციელეს ძალიან აქტიური ძალისხმევა, ბატონი ვაჟა დღეს თავისუფალია და იმყოფება ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე"- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში