"ემოციებით ვარ დატვირთული, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია"- ვაჟა გაფრინდაშვილი

28 დეკემბერი 2019, 13:11 2635 ნახვა

პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. ექიმი მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი სიტუაცია გულთან მიიტანა.

"მოულოდნელად მოუხდა ყველაფერი, არც ველოდი, რომ დღეს ეს ასე მოხდებოდა. 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც თავს ვიკავებდი. ალბათ ჯერ კიდევ ემოციებით ვარ დატვირთული და ცოტა ძნელია გითხრათ რამე. პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია, მთავრობას, პარლამენტს, პოლიციას, უშიშროებას. პირველ რიგში ალბათ ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს, ყველა ჩემს მეგობარს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგნენ"- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში