49 დღიანი ტყვეობა დასრულდა - ვაჟა ექიმი თავისუფალია

28 დეკემბერი 2019, 18:30 1445 ნახვა

49 დღიანი ტყვეობის მოულოდნელი დასასრული. ვაჟა გაფრინდაშვილი სახლშია. ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს, 1 წელი და 9 თვე ჰქონდა მისჯილი. იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარი არ აღიარა.

ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა პატიმრობიდან ექიმი,თუმცა გაფრინდაშვილი ძმა ამბობს, რომ "მას არაფერი უღიარებია". თავად, უკანანო პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში