ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია

29 დეკემბერი 2019, 15:13 1484 ნახვა

„საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“ – ასე ჰქვია ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომს, რომლის პრეზენტაციაც ფონდმა ,,ქართუმ“ და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა გამართა. წიგნის შექმნის იდეა, ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE​-ის პრეზიდენტის ფრენკ კოლუმბუსსა და მისი მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით.

უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კვლევას წარმოადგენს. ნაშრომის მესამე ტომი 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკის და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს აერთიანებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში