საქართველოში, 11 თვეში გაუპატიურების 108 შემთხვევა დაფიქსირდა

30 დეკემბერი 2019, 11:41 1509 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში გაუპატიურების 108 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამართალდამცველებმა მხოლოდ 39 გახსნეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 94 ფაქტი იყო და გაიხსნა 33.

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოში ტრეფიკინგის 18 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ადამიანით ვაჭრობის 6 შემთხვევა გახსნილია.

საქართველოში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ადგილი 117-ჯერ ჰქონდა. 1980 ჯერ კი ადამიანებს დაემუქრნენ. ეს მაჩვენებელი გასულ წელს 1646 იყო. ორჯერ კი მოქალაქე მძევლად აიყვანეს. 

სულ მიმდინარე წელს დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 382 ჯერ ჩაიდინეს, გასულ წელს კი ეს ციფრი 387 იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში