პოლიციამ 6 ნარკორეალიზატორი დააკავა

30 დეკემბერი 2019, 12:34 1718 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეკემბერში ფონიჭალაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებისას 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 68 შეკვრა „ჰეროინი“, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ერთ-ერთ პირს ასევე, ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე  ამოღებულია: 31000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 32 კილოგრამი "ჰეროინი", 2 კილოგრამი და 200 გრამი "კოკაინი", 22 კილოგრამი და 10 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ", 25 კილოგრამი "მდმა", 10 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 2 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში