პიროტექნიკის აფეთქების გამო დამწვრობის ცენტრში 35 პაციენტი მოხვდა

30 დეკემბერი 2019, 18:10 1684 ნახვა

დამწვრობის ცენტრში წელს პიროტექნიკის აფეთქების გამო   35 პაციენტი  უკვე მოხვდა.  ექიმი, გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვისკენ  მოუწოდებს.

არაერთი აკრძალვის მიუხედავად, მოზარდები ასაფეთქებელი მოწყობილობების  შეძენას  მაინც ახერხებენ. ტრადიციულად  საახალწლოდ პიროტექნიკის ბაზრობა ნებადართული გმირთა ხეივანშია, თუმცა აკრძალვის მიუხედავად მისი შეძენა სხვადასხვა ობიექტებსა და ბაზრობებზეა შესაძლებელი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში