მოსკოვი-თბილისის რეისის ავტობუსის ქართველი მძღოლი პატიმრობაში დატოვეს 

31 დეკემბერი 2019, 10:54 1492 ნახვა

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი-თბილისის რეისის ავტობუსის ქართველ მძღოლს რუსეთის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან ორზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში