ფერხულში და მხარდამხარ - ანსამბლ „ბერმუხას“ დღეგრძელობის საიდუმლო 

31 დეკემბერი 2019, 20:31 1757 ნახვა

მოცეკვავეები, რომლებიც უბრალოდ სანახაობას კი არ ქმნიან, არამედ მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფლისთვის დამახასიათებელ ფოლკლორს ცოცხლად ატარებენ. ატარებენ ისე, რომ დიდი ხნის წინ ქვეყნის გარეთ გატანილ განდაგანას ქვეყნის შიგნით ახლა უკვე არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსიც მოუტანეს.

რა თქმა უნდა გიყვებით და გაჩვენებთ „ბერმუხას.“ ალბათ იცით, რომ ერთნაირად მებრძოლ და მხიარულ „ბერმუხელებს“ შორის ყველაზე ახალგაზრდა 64 წლისაა, უხუცეს მუხამედ ირემაძეს კი ხვალ 97 წელი უსრულდება. ასაკის მიუხედავად, წარმოუდგენელი მოტივაციით და ენთუზიაზმით „ბერმუხამ,“ ძეგლად მიჩნეული განდაგანა სპეციალურად „მთავარის“ მაყურებლისთვისაც შეასრულა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში