2020 წლის პირველი ახალშობილები

01 იანვარი 2020, 11:27 7730 ნახვა

2020 წელს აჭარაში პირველი ახალშობილი 00:02 წუთებზე, ბათუმის სამედიცინო ცენტრში დაიბადა. ქვეყანას ლილე კახაძე მოევლინა. გოგონა 3 კილოსა და 300 გრამს იწონის და 51 სანტიმეტრია. 

ექიმების განმარტებით,  დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. პატარა ფიზიოლოგიური მშობიარობით დაიბადა. ის ოჯახის მეორე შვილია. 

ვაჟი დაიბადა 00-01 სთ-ზე ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში. ექიმების თქმით, საბა ჭელიძე და მისი დედა თავს კარგად გრძნობენ. 

1 იანვარს 06.10 სთ-ზე საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა ქვეყანას მართა ანთაძე. ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიბადა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

მედინაში, დაახლოებით 06:45 საათზე, მელისა ბოლქვაძე დაიბადა. გოგონა 3 კილოსა და 800 გრ იწონის და 51 სმ-ია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში