გალა კონცერტი ბათუმის ბულვარში ახალი წლის ღამეს

02 იანვარი 2020, 15:02 1918 ნახვა

გრანდიოზული გალაკონცერტით შეხვდა ახალ წელს ბათუმი.  გვიან ღამემდე ზეიმობდნენ დღესასწაულს ღია ცის ქვეშ შეკრებილები. კონცერტი ბულვარში გაიმართა იქ სადაც მთავარი ნაძვის ხეა. ზუსტად 12 საათზე ფოიერვერკების ფონზე ანსამბლმა “ბათუმმა“ მრავალჟამიერი შეასრულა.

კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა და  მაყურებლის წინაშე სოლო შემსრულებლებთან ერთად წარსდგა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ნიკოლოზ რაჭველს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

წვიმის გამო დღეს დაგეგმილი  საბავშო სტუდიების კონცერტი ხვალისთვის გადაიდო. ღონისძიება 2 საათზე გაიმართება. დღეს კი 6-ის ნახევრიდან ბათუმელი მუსიკოსების კონცერტი დაიწყება. საღამოს 9 საათიდან კი  მსმენელებისთვის დიჯეი დაუკრავს.სადღესასწაულო პროგრამა 7 იანვრამდე გრძელდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში